ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივითა და გაერო-ს სააგენტოების, ევროკავშირის წარმომადგენლობის დახმარებით, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის მორიგი სამუშაო შეხვედრა იმართება. დოკუმენტი შემუშავებულია მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით, სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.