ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ანგარიშს აქვეყნებს ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.
ანგარიშის ავტორები საქმეში დარღვევებს ხედავენ. მათი თქმით, შესაბამისმა ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმის დაწყების გარდა, სხვა ალტერნატიული გზები არ გამოიყენეს. „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აცხადებენ, რომ ანგარიშის მომზადებისას საერთაშორისო სამართლის პრაქტიკის მაგალითები გამოიყენეს. მათი განმარტებით, მსგავს საქმეებზე ძირითადად კორპორატიული დავები იწყება და სისხლის სამართლის საქმეები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აღიძრება. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე.