აჭარის უმაღლესი საბჭოს ექვსი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბოიკოტირების რეჟიმში გადადის და სხდომებს არ დაესწრება. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, ისინი არ აპირებენ ხელისუფლების გვერდით ჯდომას და პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს. დღეს უმაღლეს საბჭოში მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავენ.