აჭარის სანაპირო ზოლის პრობლემები

ზღვის მიერ ბათუმის ახალი ბულვარის ნაწილის დაზიანება აჭარაში პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა.

ქალაქის სანაპირო ზოლის ნაწილი შტორმის ტალღებმა მნიშვნელოვნად დააზიანა. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ საბიუჯეტო თანხების არაეფექტურ ხარჯვაში ადანაშაულებს. პრობლემას ბუნებრივი მოვლენებით ხსნიან ადგილობრივ ხელისუფლებაში და ამბობენ, რომ ნაპირსამაგრ სამუშაოებს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო განახორციელებს. შესაბამისი პროექტი უკვე წარდგენილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.