მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ვერანაირი „სირცხვილის კორიდორები“ ვერ მოეწყობა და საზოგადეობას ხმის მიცემის პროცესში ხელს ვერ შეუშლის. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მეორე ტურებისთვის აქტიურად ემზადება.