აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონში ორ წელიწადში საინვესტიციო პორტფელის გაოთხმაგებას და 2 მილიარდ ლარამდე გაზრდას გეგმავს.
განცხადება თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ეს იქნება პასუხი იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბათუმი საინტერესო აღარ არის ინვესტორებისთვის.
რიჟვაძის განცხასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ის წევრები, რომლებმაც თეატრის გახსნის დღეს აქცია მოაწყვეს, უნიჭო სპექტაკლებს დგამენ.