2019 წელს, სიახლეების წლად აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომა კურორტ გოდერძიზე გამართა. მან ბათუმის ბულვარის გონიომდე გაგრძელების პროექტზე მუშაობის დაწყება დააანონსა. მისი განცხადებით, გონიოს ხიდისა და ბულვარის გაგრძელების პროექტის ეკონომიკურ კვლევაზე აზიის ბანკი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახალი წლიდან დაიწყებს მუშაობას. პროექტი ბათუმის სანაპიროზე ახალი ბულვარის გაგრძელებას გულისხმობს, რომელიც გონიოს ახალი ხიდით დაუკავშირდება.