ბათუმში აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, 2025 წლის ბიუჯეტი 850 მილიონ ლარს გადააჭარბებს. თორნიკე რიჟვაძემ ბიუჯეტის პრიორიტეტებზეც ისაუბრა, მისი თქმით, დაიწყება „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის ახალი ეტაპი და აშენდება 1 100 ბინა, ასევე გაგრძელდება მთიანი აჭარის გაზიფიცირება და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი ბულვარის მშენებლობა იგეგმება ქობულეთში, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურა განახლდება მთელი რეგიონის მასშტაბით.