აჭარის მთავრობის სხდომა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტი 100 მლნ ლარით გაიზარდა და 700 მილიონ ლარს გადააჭარბა – საკითხზე აჭარის მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მოიმატებს როგორც სამინისტროების დაფინანსება, ასევე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობისთვის მომავალ წელს 17 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დოკუმენტში ხაზგასმულია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის გოდერძისა და გომარდულის ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობა. მოიმატებს ასევე ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება.