აჭარაში გაზრდილ ტურისტულ ნაკადსა და სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრეს დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე.
თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ვიზიტორთა რაოდენობა მომატებულია როგორც ზღვისპირა ქალაქებში, ისე მაღალმთიან ადგილებში. გაზრდილია საერთაშორისო ფრენები. ისაუბრეს ახალი სასწავლო წლის მოსამზადებელ პერიოდზეც. აქცენტი გაკეთდა ახალ პროგრამებსა და ინიციატივებზე, რისთვისაც გამოიყოფა 300 ათასი ლარი. მიზანი მასწავლებელთა წახალისება და ეფექტურად სწავლების შედეგების გაზრდაა.