აჭარის მთავრობის სხდომა

პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 600 მილიონ ლარს გადააჭარბებს, რაც 2018 წელთან შედარებით ორჯერ მეტია. ამის შესახებ დღეს თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რეგიონში იზრდება ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სფეროების დაფინანსება. მიმდინარე წლის ბიუჯეტი 65 მილიონი ლარით იზრდება. ცვლილებების პროექტს აჭარის მთავრობა უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარუდგენს. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, მეორე კვარტალში რეგიონში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ მილიონ 200 ათასს გადააჭარბა.