აჭარის მთავრობის სხდომა

აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება, –  ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე სეზონისთვის ტურისტული ნაკადები რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის უწყებებს დავალებები მისცა, დროულად დასრულდეს მზადება ტურისტული სეზონისთვის, როგორც უშუალოდ ტურისტულ ობიექტებზე, ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

მოამბე