აჭარის მთავრობის სხდომაზე პანდემიის შედეგად არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ინვესტორებისთვის საშეღავათო პერიოდი კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, ყველა ინვესტორს ვალდებულებები ყოველგვარი სანქციების გარეშე გადაუვადდება.