აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია 10:00 საათზე განახლდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უწყების პიკეტირებას აპირებენ, თუმცა მთავრობის აპარატის თანამშრომლები არ გამოჩენილან და მათი თქმით, სავარაუდოდ, მეორე შესასვლელით სარგებლობენ.
მთავრობის სახლის წინ ორი კარავია გაშლილი, აქციის მონაწილეთა ნაწილი, მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე იმყოფებოდა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ დედაქალაქში მიმდინარე აქციის მონაწილეებს.