აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. 14 მომხრე და ერთი წინააღმდეგი, – თორნიკე რიჟვაძეს და მისი გუნდს, როგორც მოსალოდნელი იყო, უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. განსხვავებული იყო ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია  – „ნაციონალურ მოძრაობას“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები კი სხდომას საერთოდ არ ესწრებოდნენ. ახალი თავმჯდომარე და მისი გუნდი ოფიციალურად მუშაობას უკვე ორშაბათიდან შეუდგება.

უმაღლეს საბჭოში გამართულ რიგგარეშე სხდომას მერაბ წულუკიძე აშუქებდა.