აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყებაში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სამინისტრო ხელმძღვანელის იზოლაციაში ყოფნის პერიოდში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
ნინო ნიჟარაძე ბინაზე მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.