აჭარაში ბოლო 24 საათში დაინფიცირების 88 ფაქტი გამოვლინდა. ბათუმში ამ დრომდე რჩება სპეციალურად განთავსებული ორი ღია კარავი, სადაც მოქალაქეებს კოვიდ-19-ზე კვლევას სთავაზობენ. პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სავაჭრო თუ კვების ობიექტების შემოწმება. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგნელებს, არაერთი საჯარიმო სანქციის დაწესება მოუწიათ. 600-მდე ბიზნესსუბიექტმა კი, გაფრთხილება მიიღო. ქვეყანაში ამოქმედებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის შესახებ, დღეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა იმსჯელეს.
ვაკო ორმოცაძე თემის დეტალებით ბათუმიდან.