აჭარაში ციტრუსის რთველისთვის ემზადებიან

აჭარაში ციტრუსის რთველისთვის ემზადებიან. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მოსავალი წელს 55 ათას ტონას მიაღწევს.

მოსავლის რეალიზაციისა და სუბსიდირების მიზნით რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდია სამრეწველო გადამუშავების მანდარინზე გაიცემა. საექსპორტო მანდარინს კი 30–მდე ციტრუსის მიმღებ- დამხარისხებელი საწარმო გადაამუშავებს.

შტაბის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

შტაბი პირველ თებერვლამდე იმუშავებს. მოქმედებს ცხელი ხაზიც.