აჭარამ მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა

აჭარაში არც ერთი კოვიდინფიცირებული აღარ რჩება. 23-ე დღეა, რეგიონში ვირუსის ახალი ფაქტები არ გამოვლენილა. კლინიკაში ამ დრომდე მხოლოდ ორი ინფიცირებული იყო, მას შემდეგ კი, რაც განმეორებითმა კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა, პაციენტები საავადმყოფოდან გაწერეს. რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონისათვის მწვანე ზონის სტატუსი, მით უფრო ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, – მერაბ წულუკიძე ისაუბრებს ადგილიდან.

აჭარაში ბოლო ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა