საქართველოს საინვესტიციო გარემოს 60 ქვეყნიდან ჩამოსული 2 000-მდე ბიზნესმენი და მაღალი რანგის დელეგატები გაეცნენ.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი დასრულებულია. ორი დღის განმავლობაში წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების და მსხვილი კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა ხელისუფლების პირველი პირებისგან და პოტენციური ქართველი პარტნიორებისგან მიიღეს ინფორმაცია, რა პირობებია ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად და ხელშესაწყობად.
აქცენტი გაკეთდა იმ შესაძლებლობებზეც, რასაც ევროკავშირთან და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები იძლევა. ორმხრივი შეხვედრების დროს გამოიკვეთა შესაძლო საინვესტიციო პროექტებიც.
ხელისუფლებამ უცხოელი პარტნორებისგან რეკომენდაციებიც მიიღო.