აბაშიშვილი - საქართველოს მხარდაჭერის აქტის კონგრესში წარდგენა პრეზიდენტის ინიციატივის შედეგია
ისტორიული დოკუმენტის – საქართველოს მხარდაჭერის აქტის კონგრესში წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის შედეგია. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა.
გიორგი აბაშიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მოკლე ვადაში მოხერხდა აღნიშნული საკითხის ინიცირება. მისივე განცხადებით, საქართველო-ამერიკის – ურთიერთობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავა.