აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მეგული ჩოჩიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარტია და ფრაქცია დატოვა. შედეგად ფრაქცია „საქართველოსთვის“ დაიშალა.
როგორც ჩოჩიამ ბრიფინგზე განმარტა, პარტია „საქართველოსთვის“ ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტ პარტიად იქცა, რაც მისთვის მიუღებელია. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ უერთდება, რადგან სრულად იზიარებს იმ ღირებულებებსა და პოლიტიკას, რასაც მმართველი გუნდი ატარებს. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 30 წევრია.
„ქართულ ოცნებას“ დღეიდან საკრებულოში 19 წევრი ეყოლება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ცხრა მანდატი აქვს, ორი მანდატი დარჩა პარტია „საქართველოსთვის“ და ისინი საკრებულოს უფრაქციო წევრები იქნებიან.