2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პავილიონის კონცეფციაზე განაცხადის შეტანის ვადა გაიზარდა
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პავილიონის კონცეფციაზე კომისიას გადაწყევტილება ამ დრომდე არ მიუღია და ვადა გაახანგრძლივა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე კომისიის წევრებმა დღეს განაცხადეს. მათი თქმით, განაცხადის შეტანა მსურველებს კიდევ შეუძლიათ მეორე ეტაპზე გადასულ კომპანიებს კი იდეების და კონცეფციის დასახვეწად დამატებითი დრო მიეცათ.
19 ადამიანისაგან შემდგარი კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას 16 თებერვალს გამოაცხადებს.
კონკურსის მეორე ეტაპზე 8 კომპანიაა გადასული. დაინტერესებულ კომპანიებს კი განაცხადების შემოტანა 15 თებერვლამდე შეუძლიათ.