კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ჩინეთის მხოლოდ ერთი მოქალაქე რჩება. მას „ბე“ ტიპის ვირუსი აქვს. შესაბამისად, პაციენტის ბოქსირებულ განყოფილებაში ყოფნის აუცილებლობა აღარ არის და ის პალატაშია გადაყვანილი.

რაც შეეხება ჩინეთის კიდევ ორ მოქალაქეს, ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან. ბოლო მონაცემებით, სულ ინფექციურ საავადმყოფოს 13-მა ადამიანმა მიმართა. არაცერთ მათგანს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა.

საქართველოს სასაზღვრო პუნქტებში კი, საერთაერთაშორისო მოთხოვნებით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები გრძელდება.

საჭიროების შემთხვევაში მგზავრებს სპეციალური სკრინინგისა და კითხვარების საშუალებით ამოწმებენ.