პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, „თავისუფალი ხედვა“ აშშ-საქართველოს პარტნიორობისა და კონგრესმენების კრიტიკული გზავნილების შესახებაც ისაუბრა. თალაკვაძე ამბობს, რომ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის, ჩრდილს ვერაფერი მიაყენებს.

რაც შეეხება კონგრესმენების წერილებს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებას მზად აქვს პასუხები და არგუმენტები ყველა იმ შეკითხვაზე, რასაც კონგრესმენები წერილებში სვამენ და შეხვედრებისას მათ სრულ ინფორმაციას მიაწვდიან.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „თავისუფალ ხედვაში“