97 წელი საქართველოს ოკუპაციიდან.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცვის ბოლო ხაზი დაეცა.
ქვეყანაში წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელით, შემოდიოდა სიკვდილი ცელით…კოლაუ ნადირაძის ლექსის ეს ნაწყვეტი, შეიძლება ითქვას რომ ზედმიწევნით ზუსტად აღწერს იმ ტრაგედიას, რომელსაც დამოუკიდებლობის დაკარგვა და მომდევნო 70 წლით სისხლიანი საბჭოთა რეჟიმის დამყარება მოყვა.
ქვეყნის თავდაცვის ბოლო ხაზი იუნკრებს ჰქონდათ გამაგრებული. თავდაცვის სკოლის მოსწავლეების უმეტესობა ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.