მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის შეღავათიანი სესხი დაამტკიცა.
სესხი, რომლის განაკვეთი ერთ პროცენტამდეა, 25 წელზეა გაწერილი. 90 მილიონი ევროდან დიდი ნაწილი ავარიული სკოლების რეაბილიტაციაზე და ახალი სასწავლო დაწესებულებების მშენებლობაზე დაიხარჯება. განათლების სამინისტრო სკოლების სიებს ახლა ადგენს, რის შემდეგაც შენობების პროექტირება დაიწყება, მშენებლობა კი მომავალი წლიდან იგეგმება. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა დანგრევის პირას მისული და ავარიული შენობების პრობლემა განსაკუთრებით რეგიონებში დგას.