„დღეს ცივილიზაცია კვლავ იმყოფება გადამწყვეტი გარდატეხის ზღვარზე. ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კვლავ გაჩაღებულია ნამდვილი ომი, თუმცა ჩვენ გავეცით პასუხი საერთაშორისო ტერორიზმს, დავიცავთ დონბასის მოსახლეობასაც, უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებულ აღლუმზე განაცხადა. პუტინის თქმით, „რუსეთისთვის არ არსებობს არამეგობრული, მტრული ერები არც დასავლეთით და არც აღმოსავლეთით“. კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან ერთად, წითელ მოედანზე იმყოფებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის პრეზიდენტები.