9 დეკემბერს უფლებადამცველების დღე აღინიშნება

უფლებადამცველების დღეს აღნიშნავს მსოფლიო. თარიღს საქართველოც ეხმაურება. ინიციატორები, ადამიანთა უფლებების სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები არიან.

შეხვედრაზე უფლებადამცველების საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას დღეს ომბუდსმენი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი ესწრებოდნენ.