საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ხმის მიცემა 9 დეკემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს, მხარი დავუჭიროთ მარიამ ბიგვავას საბავშვო ევროვიზიაზე. ხმის მისაცემად გადადით ბმულზე.

იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროთ საქართველოს წარმომადგენელ მარიამ ბიგვავას, ბმულზე გადასვლის შემდეგ, ბოლომდე უყურეთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, მონიშნეთ საქართველო და ასევე, კიდევ ორი ქვეყანა. შეასრულეთ მარტივი მათემატიკური მოქმედება, რომელიც თქვენს ეკრანზე გამოჩნდება და დააჭირეთ დადასტურების ღილაკს.

ხმის მიცემა შეწყდება 11 დეკემბერს, 19:00 საათზე, საბავშვო ევროვიზიის შოუს დაწყებისას. მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი წარდგება მაყურებლის წინაშე, ხმის მიცემა განახლდება, რა დროსაც შეგვიძლია, უკვე მეორედ მივცეთ ხმა მარიამ ბიგვავას. ხმის მიცემა მხოლოდ 15 წუთი გაგრძელდება. ერთად ვიაქტიუროთ, რათა საქართველომ მოიპოვოს მეოთხე გამარჯვება საბავშვო ევროვიზიაზე.

ერევანში, საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს საქართველოს პირველი არხის პროექტ „რანინას“ მეხუთე სეზონის გამარჯვებული მარიამ ბიგვავა სიმღერით I Believe/მჯერა. საქართველოს საკონკურსო სიმღერა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, ტექსტზე მუშაობდნენ ბენი ქადაგიძე და ირუ ხეჩანოვი, კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, დიზაინერი იზა ნადარეიშვილი.

საბავშვო ევროვიზიის შოუს პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი 11 დეკემბერს, 19:00 საათზე შემოგთავაზებთ.