ორბელიანების სასახლემ 9 აპრილისადმი მიძღვნილ სპეციალურ ღონისძიებას უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილმა ადგილზე შეკრებილ უზენაესი საბჭოს წევრებსა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებს სიტყვით მიმართა. სახელმწიფოს მეთაურმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა 9 აპრილის შემდგომ მოვლენებზე, ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთიანობის ეროვნული ერთობის აუცილებლობაზე.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც.
ღონისძიებას ნათია ქენქაძე დაესწრო.