წელიწადის ერთი დღე, როდესაც გენდერულ თანასწორობაზე საუბარი განსაკუთრებით აქტიურდება. მსოფლიო ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებულ გამოწვევებს სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. საქსტატის წლიური კვლევის მიხედვით, გენდერული თანასწორობის მხრივ სერიოზული გამოწვევები რჩება. ცალკე პრობლემაა ძალადობის ფაქტები, რომელიც კოვიდ-პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა. საკანონმდებლო ცვლილებების და ამ ფონზე საჯარო უწყებებსა და პარლამენტში გენდერული კვოტების დადგენის მიუხედავად, საჯარო თუ კერძო სექტორში ქალთა დასაქმების მაჩვენებელი მაინც დაბალია. ცალკე გამოწვევაა ანაზღაურების საკითხი.
სწორედ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს პირველი არხის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე განიხილეს, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გახსნა.