განათლების მინისტრი ქალბატონებს 8 მარტს ულოცავს. სიმბოლური საჩუქრები გადაეცა ცნობილ ენათმეცნიერს და ფილოლოგს მზექალა შანიძეს, რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს, ასევე 62-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს გულიზარ ბიწაძეს, რომელიც 60 წელია, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. მინისტრმა ქალთა საერთაშორისო დღე ტიტულოვან ქართველ მხატვრულ ტანმოვარჯიშეს, ნელი სალაძეს მიულოცა, რომელიც 50 წელია, სამწვრთნელო საქმიანობაშია ჩართული. არის ღირსების ორდენის კავალერი.