8 ივნისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. დასაშვები გახდება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, გაიხსნება სასტუმროები, აღდგება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.

8 ივნისიდან დასაშვები ხდება ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა გარდა სპორტული, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურებისა და აქტივობებისა. სასტუმროებს ექნებათ ვალდებულება, შეასრულონ მთელი რიგი  რეკომენდაციები, ისევე როგორც საქალაქთაშორისო ტრანსპორტში მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან აუცილებელი ნორმები.

8 ივნისიდან დასაშვები ხდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა კონკრეტულად მეორე და მესამე კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.