თელავში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს.
მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. თარიღთან დაკავშირებით მერია ვეტერანებს ერთჯერად ფულად დახმარებას გადასცემს.
თელავის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 12 200- ზე მეტი ადამიანი იბრძოდა, აქედან ბრძოლის ველზე 4 175 მოქალაქე დაიღუპა.