„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღეს 7 წელი გავიდა.
2012 წლის პირველ ოქტომბერს და მის შედეგებს პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ 7-წლიანი მმართველობით უკმაყოფილოა და მმართველი გუნდისთვის ვერდიქტს მომავალ არჩევნებზე ელოდება. „ქართულ ოცნებაში“ კი მიიჩნევენ, რომ პროგრესი და მიღწეული შედეგები ხელშესახებია და მოსახლეობა კიდევ უფრო მეტ სიკეთეს საკუთარ თავზე უახლოეს მომავალში იგრძნობს.