7 ნოემბრის საქმე - სააკაშვილის სასამართლო

მიხეილ სააკაშვილის მორიგი ხმაურიანი სასამართლო.

შეურაცხმყოფელი რეპლიკები მოსამართლეს და წესრიგის დამცველთა არაერთი მოწოდება ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს. დღეს 7 ნოემბრის და „ტელეიმედში“ შეჭრის ეპიზოდი განიხილეს. სააკაშვილმა კი სიტყვით გამოსვლისას კვლავ ხელისუფლების დამხობის საჭიროებაზე ისაუბრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან გააძევეს დამსწრეები, რომლებიც სხვადსხვა ხმაურიან განცხადებებს აკეთებდნენ.