7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და ძებნილების, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის პროცესი გაიმართა საქალაქო სასამართლოში.
სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ილაპარაკა. პროცესზე დაიკითხა ნოტარიუსი, მერი გუბაშვილი, რომელმაც გიორგი ჯაოშვილის და ჯოზეფ ქეის წილების გადაფორმების პროცედურაზე ილაპარაკა. როგორც მოწმემ აღნიშნა, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები იმ დროინდელი მაღალჩინოსნები. მერი გუბაშვილის თქმით, მის სანოტარო ბიუროსთან მობილიზებული იყო სამხედრო პოლიცია.
7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.