საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე სხდომა განახლდა. პროცესზე სამი მოწმე დაიკითხება. ერთ-ერთი მოწმე დაზარალებულია, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავდა. ჩვენებას მისცემენ ის პირებიც, რომლებიც ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის ეპიზოდზე ფლობენ ინფორმაციას. საქმეზე ბრალდებულია ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი.
უფლებამოსილების გადამეტებას პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას ედავება.