თითქმის შვიდი ათეული წელი ეთერში და პირველი მაუწყებლობა საქართველოში – პირველი არხი დღეს 67 წლის გახდა. 1956 წლის 30 დეკემბერი ისტორიული თარიღია. დღე, როდესაც მთაწმინდაზე განთავსებული ტელეხედვის სტუდიიდან პირველი მაუწყებლობა დაიწყო. თავდაპირველად, გადაცემები კვირაში სამჯერ, ორი საათის განმავლობაში გადაიცემოდა. 2005 წლიდან საქართველოს ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა.
დღეს საქართველოს პირველი არხი სატელევიზიო, რადიო და ციფრულ პლატფორმებს აერთიანებს. 1956 წლიდან დღემდე არხის მთავარი პრიორიტეტი უცვლელია – ერთგული მაყურებლის ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინოს და მოგაწოდოთ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია, ასევე მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი ტელეპროდუქტი.