ადვოკატთა ასოციაციაციის თავმჯდომარის არჩევნები

9 დეკემბერს, ადვოკატთა ასოციაციაციამ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. საკუთარ გეგმებზე მედიასთან დღეს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ჯანაშიამ იურიდიული ფირმების ასოციაციასთან  ერთად გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა. ჯანაშიამ საკუთარი გუნდი და პროგრამა წარადგინა. კანდიდატის განცხადებით მისი მთავარი მიზანი გამარჯვების შემთხვევაში ადვოკატის პროფესიის გაძლიერება, რეგიონებში შესაძლებლობების გაზრდა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება იქნება.