ტერორიზმის გლობალური საფრთხე  

13 ნოემბერს ევროპაში მოწყობილი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმიდან  2 წელი გავიდა. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 130-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამას მოჰყვა ტერაქტები  ბრიუსელში, ნიცაში, ბერლინში, ლონდონსა და ბარსელონაში. ტერორისტების სამიზნე გახდა ისეთი სახელმწიფოები, რომელთა ტერიტორიაზეც მსგავსი თავდასხმები არასდროს მომხდარა – მაგალითად შვედეთი.  ამავე დროს კვლავ  ყველაზე რთული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში, სადაც მოქალაქეებს ტერორიზმის მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ, როგორია ტერორისტული აქტების სატატისტიკა მსოფლიოში.