6 მარტს პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტს ელოდებიან.
საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის რანგში ეს სალომე ზურაბიშვილის პირველი მოხსენება იქნება. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ზურაბიშვილს დეპუტატების შეკითხვებზეც მოუწევს პასუხის გაცემა.
მმართველი გუნდი ახლად არჩეული პრეზიდენტის მუშაობით კმაყოფილია და ელოდება მის გამოსვლას მიმდინარე პროცესებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
განსხვავებულია ოპოზიციის შეფასებები.