საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული კრედიტორები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლოციას შორის მოხდა დაპირისპირება. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისში შეჭრას შეეცადნენ, რისი საშუალებაც მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.