“შემაცვლევინე აზრი” – ამ სახელწოდებით საარჩევნო კამპანია დაიწყო “გირჩის” პრეზიდეტობის კანდიდატმა.
იდეის ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძე მოქალაქეებს დებატებში იწვევს და მათ შეკითხვებს პასუხობს. ჯაფარიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი შეძლებს, დაასაბუთოს, რომ “გირჩის” ლიდერი პრეზიდენტის თანამდებობას არ იმსახურებს, იგი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის. წინასაარჩევნო აქტივობის ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძე მსგავსი ტიპის აქციებს სხვადასხვა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიებზე გამართავს.