5 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული პირების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. სხდომაზე დღეს ბრალდების მხარე დაზარალებულ პირებს კითხავს. მათ შორის ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, რატი წვერავას. ასევე, დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებულის ინტერესების დაცვას მოსამართლის მიერ დანიშნული საზოგადოებრივი ადვოკატი გააგრძელებს.
5 ივლისის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო რამდენიმე ეპიზოდად განიხილავს. დღევანდელი პროცესი ტელეკომპანიების „ფორმულასა“ და „მთავარის“ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.