5 ივლისის საქმე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილისა და „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის ეპიზოდი განიხილა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ორივე მხარე ასაჩივრებს. ბრალდების მხარე ილია თვალიაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალის გადაკვალიფიცირებას ეწინააღმდეგება. დაცვის მხარე კი ბრალდებულთა უდანაშაულოდ ცნობას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე 27 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.