5-6 ივლისს ჟურნალისტების თავდასხმაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი.
წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში იმართება. საუბარია 27 პირის ბრალდების ეპიზოდებზე. მათი საქმეები ოთხ ნაწილად გაიყო და სხვადასხვა მოსამართლე იხილავს. მათ შორის არიან პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულები. ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს, ნაწილი – დუმილის უფლებას იყენებს. 5-6 ივლისის ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი კონტრაქციის დროს დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი და მათ დაზარალებულის სტატუსიც აქვთ მინიჭებული.