საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ულოცავს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრი წერს, რომ ფასეულობები, რომლებსაც ილია მეორე საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს ზოგადსაკაცობრიოა. „ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პატრიარქი განსაცდელში გვამხნევებს, გვაერთიანებს, მოყვასის სიყვარულისა და თანადგომის, ქვეყნის მსახურების ცოცხალ მაგალითს გვაძლევს, მომავლის რწმენას გვინერგავს. ამიტომაც, ამ შესანიშნავ დღეს ასევე ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას” – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
მილოცვის წერილს ავრცელებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი პატრიარქის ისტორიულ როლსა და ადამიანების მიმართ მის თანადგომაზე საუბრობს. აღსაყდრების დღე პატრიარქს ვრცელი წერილით მიულოცეს სინოდის წევრებმა.