44 ევროპარლამენტარის წერილი

44 ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში მკურნალობის უფლება მისცენ.

„სააკაშვილის მდგომარეობის დაჩქარებული გაუარესების გათვალისწინებით, სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ველით, დათქმის გარეშე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, ასევე კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ გამოხატონ თავიანთი ურყევი ერთგულება ამ საერთო ევროპული ღირებულებების მიმართ.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტური ჰუმანიტარული პრინციპების, მათ შორის ძირითადი ადამიანური თანაგრძნობისა და ყოველი ინდივიდის უფლებას, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც 44 ევროდეპუტატი აწერს ხელს.

მიმართვას გამოეხმაურნენ პოლიტიკურ სპექტრში.